პრესკონფერენცია: მცხეთის საფრთხეში მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებიპრაიმტაიმის პრესკლუბი, 11 აპრილი, 11.00 სთ, 2013
![]() როგორც ცნობილია, 2009 წელს UNESCO‐ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 33‐ე სესიის გადწყვეტილებით, მცხეთის ისტორიული ძეგლები ‐ სვეტიცხოვლის კათედრალი, სამთავროს მონასტერი და ჯვრის მონასტერი ‐ ძირითადი ნუსხიდან გადატანილია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საფრთხეში მყოფ ძეგლთა ნუსხაში. 2013 წლის 16‐27 ივნისს კამბოჯაში გაიმართება UNESCO‐ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 37‐ე სესია, სადაც მოხდება მცხეთის ისტორიული ძეგლების მიმდინარე მდგომარეობის შეფასება და განიხილება მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 36‐ე სესიაზე დამტკიცებული რეკომენდაციების შესრულების საკითხი. მსოფლიო მემკვიდრეობის რეკომედაციებში (იხ. დანართი), როგორც გადაუდებელად განსახორციელებელი ღონისძიებები, მოთხოვნილია შემდეგი: … 4. ასევე, მოუწოდებს წევრ სახელმწიფოს, განსაზღვროს ძეგლის ბუფერული ზონა, რათა შესაძლებლი გახდეს ძეგლის გარშემო არქეოლოგიური და ვიზუალურად სენსიტიური არეალების მკაფიოდ აღქმა და წარუდგინოს ეს წინადადება მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს, ... 5. გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას იმ მშენებლობებთან დაკავშირებით, რომელსაც აწარმოებს სახელმწიფო ძელის მიმდენარე არეალში მდ. არაგვის სანაპიროზე სვეტიცხოვლის ტაძარსა და ჯვრის მონასტერს შორის და მოუწოდებს წევრ ქვეყანას, შეწყვიტოს სამშენებლო მოქმედებები, სანამ დაგეგმილი პროექტების დეტალები და მემკვიდრეობაზე მისი ზემოქმედების შეფასება არ წარედგინება მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს ... 6. ცნობად იღებს, რომ წევრი სახელმწიფო აპირებს 2012 წლის ბოლოსთვის დაასრულოს ძეგლის მართვის გეგმა; მოითხოვს, წევრმა სახელმწიფომ უზრუნველყოს, რომ ეს გეგმა აღიარებს მცხეთას, როგორც რელიგიური ძეგლების ანსამბლს ძალიან მგრძნობიარე ისტორიულ გარემოში და აგრეთვე ითხოვს, სახემწიფომ წარუდგინოს მართვის გეგმის სამუშაო ვარიანტი მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს ... 9. მოითხოვს, რომ წევრმა ქვეყანამ 2013 წლის 1 თებერვალისთვის მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტს წარუდგინოს განახლებული ანგარიში ძეგლის კონსერვაციის მდგომარეობისა და ზემოაღნიშნული რეზოლუციის შესრულელებაზე, რათა მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 2013 წლის 37–ს სესიაზე მოხდეს ძეგლის მდგომარეობის შეფასება; საქართველომ, მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს უკვე გაუგზავნა ანგარიში მცხეთის ძეგლების კონსერვაციის მდგომარეობის შესახებ და მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობის მართვის გეგმის პროექტი. მცხეთის ძეგლების კონსერვაციის მდგომარეობის ანგარიშის ფარგლებში მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს ეცნობა, რომ საქართველოს მთავრობის (N1750) განკარგულებით 2012 წლის 17 სექტემბერს დადგინდა ქ. მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ახალი ზონები, რითაც დაკანონდა ძეგლების უშუალოდ მიმდებარე არეალებში აქამდე უკანონოდ განხორციელებული და მიმდინარე მშენებლობები. ახალი ზონები არა თუ ითვალსიწინებს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის რეკომედაციებს, არამედ ამცირებს ადრე არსებულ ლადშაფტის დაცვისა და არქეოლოგიური დაცვის ზონებს. ჩვენთვის ცნობილია, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ აცნობა მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტს, რომ აცნობიერებს ამ დადგენილების შეუსაბამობას მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის რეკომენდაციებთან და პრობლემის გადასაჭრელად მიიღებს აუცილებელ ზომებს. მიუხედავად ამისა, ეს პრობლემა დღემდე გადაუჭრელია, ასევე ჯერ არ შესრულდა იუნესკოს მოთხოვნა რეკომენდაციებში მითითებულ ტერიტორიებზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების შეწყვეტის შესახებ. ვფიქრობთ, რომ თუ ამ მოკლე ვადაში არ მოიძებნა შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი, მსოფლიო მემკვიდრეობის 37-ე სესიაზე მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობის შესახებ გადაწყვეტლებაში შეიძლება გაჩნდეს ჩანაწერი ძეგლის შესაძლო ამორიცხვის შესახებ. ეს უკიდურესად სახიფათოა და გაართულებს მომავალში მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში დაბნუნების პროცედურას, გაიზრდება ძეგლის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღების რისკი. ჩვენი რეკომედაციაა, ოფიციალურად გამოცხადდეს მორატორიუმი სამშენებლო საქმიანობაზე მცხეთის ყოფილ ლანშაფტის დაცვის ზონაში და ამის შესახებ ეცნობოს იუნესკოს მსოფლო მემკვიდრეობის ცენტრს. ამასთან ერთად, მომზადდეს მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვითი ზონების ახალი პროექტი და გაეგზავნოს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს განსახილველად 37-ე სესიის დაწყებამდე. კარგად ვაცნობიერებთ, რა თუ როგორ ფინანსურ, ადმინისტრაციულ და სოციალურ სირთულეებთან არის დაკვშირებული ეს ნაბიჯები, ვფიქრობთ, რომ ეს სცილდება კულტურის სამინისტროს კომპეტენციას და უფლებამოსილებას და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას აიღოს პაუხისმგებლობა მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობაზე; გადადგას რადიკალური ნაბიჯები მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის რეკომენდაციების შესასრულებლად. ვთხოვთ, საქართველოს პრესის წარმომადგენლებს სიღრმისეულად შეისწავლონ შექმნილი ვითარება, მაქსიმალურად მოერიდონ საკითხის პოლიტიზირებას და სწორად მიაწოდონ ინფორმაცია ფართო საზოგადოებას. პრესის აქტიური, თანმიმდევრული და არაპოლიტიზირებული ჩართულობა შეიძლება გადმწყვეტი აღმოჩნდეს ასეთ ვითარებაში.
![]() |
![]() European Union EU is not responsible for the content of this website | |||||||||||
| ||||||||||||
|