Regional Co-operation for Cultural Heritage Development
რეგიონალური თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისათვის
Տարածաշրջանային համագործակցություն հանուն մշակութային ժառանգության զարգացման
Національна політика щодо культурної спадщини
Mədəni irsin inkişaf Etdimilməsi üçün regional əməkdaşlıq
Рэгіянальнае супрацоўніцтва ў мэтах развіцця культурнай спадчыны
 
ბეთლემის უბნის ფესტივალი 2013

ბეთლემის უბნის რევიტალიზაციის პროგრამის ფარგლებში ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, UNESCO - ს  კულტურული მემკვიდრეობის დივიზიის და ICOMOS საქართველოს ორგანიზებით    2010 წლის 17 მაისიდან საფუძველი ჩაეყარა ბეთლემის უბნის ფესტივალს,  როგორც უბნის გამორჩეული თვითმყოფადობისა და თემის ერთობის დღესასწაულის.
ფესტივალში აქტიურადაა ჩართული უბნის მოსახლეობა,  ამ დღეს  უბნის ეზოები  შემოქმედების  არენადაა  ქცეული, იმართება  თბილისის  სამხატვრო აკადემიის სტუდენტების,  ცალკეული მხატვრების და სამხატვრო სკოლის მოსწავლეების გამოფენები, იმართება სხვადასხვა სანახობები, ირგვლივ უამრავი ტურისტია, ფესტივალს ესწრებიან  საელჩოების და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, საპატიო სტუმრები, რიგითი მოქალაქეები,  საღამო  სრულდება კონცერტით.
იქიდან გამომდინარე, რომ 2012 წელს  „ბეთლემის უბნის რევიტალიზაციის პროგრამა“ დასრულდა,  ფესტივალი  ადგილობრივი მოსახლეობის დიდი სურვილით ჩატარდა, მერიის და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მხარდაჭერით.
2013 წლის ბეთლემის უბნის  ფესტივალის ფარგლებში ICOMOS საქართველოს  და GeoAIR  ის ორგანიზებით  ეწყობა, სხვადასხვა ღონისძიებები, იმართება სამხატვრო აკადემიის სტუდენტების, სხვადასხვა მხატვრების და ბეთლემის უბნის  ბავშვების გამოფენა - გაყიდვა, უნიკალური მუსიკალური საკრავების პრეზენტაცია, წარმოდგენილი იქნება ხელნაკეთი ნივთები.,   ადგილობრივი თემის მონაწილეობით იმართება კონცერტი. პროექტის  „sivrceebi: mogzauri sakvebi. beTlemis ubnis istoriebi“ ფარგლებში ადგილობრივი თემი წარმოადგენს ტრადიციულ საკვებს, თანდართული ილუსტრირებული პუბლიკაციებით.
ღონისძიებას ააქვს სახალხო სეირნობის სახე.
მობრძანდით და იმხიარულეთ

ფესტივალის მხარდამჭერია:
თბილისის მერია
აპოლონ ქუთატელაძის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი.
პანტომიმის თეატრი.

RCCHD Project:
Office 16b, Betlemi ascent, 0105 Tbilisi, Georgia
Tel.: +995 32 2-98-45-27
E-mail: rcchd@icomos.org.ge
© 2012 - Eastern Partnership Culture Programme