Regional Co-operation for Cultural Heritage Development
რეგიონალური თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისათვის
Տարածաշրջանային համագործակցություն հանուն մշակութային ժառանգության զարգացման
Національна політика щодо культурної спадщини
Mədəni irsin inkişaf Etdimilməsi üçün regional əməkdaşlıq
Рэгіянальнае супрацоўніцтва ў мэтах развіцця культурнай спадчыны
 
სამუშაო შეხვედრა კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის საკითხებზე - მართვის დეცენტრალიზაცია

2013 წლის 8 ივლისს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით და საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  მხარდაჭერით  გაიმართა სამუშაო შეხვედრა კულტურული საქართველოში მემკვიდრეობის მართვის დეცენტრალიზაციის საკითხებზე, რომელის დამუშავება მიმდინარეობს პროექტის - „რეგიონული თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისთვის“ - ფარგლებში ; აქტივობა 1.1. - კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული პოლიტიკის კონცეფცია. 

2013 წლის მარტში გამოქვეყნდა საქართველოს მთავრობის დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპები 2013-2014 წლებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს მემკვიდრეობის დაცვის საჭიროებათა და პოტენციალის ინტეგრირება დაგეგმილ რეფორმაში.

შეხვედრაზე სხვა დასვა სამთავრობო სტრუქტურებს წარედგინათ პროექტის ამ ეტაპზე დამუშავებული რეკომედაციების სამუშაო ვერსია კომენტარებისა და შენიშვნებისთვის. შეხვედრას ესწრებოდნენ, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი,  გურამ ოდიშარია, მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი, მისიტრის მოადგილე  ალექსანდრე მარგიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, თენგიზ შერგელაშვილი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, სანდრო ბარამიძე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი, მერაბ ბოჭოიძე და სვა ოფიციალური პირები.

RCCHD Project:
Office 16b, Betlemi ascent, 0105 Tbilisi, Georgia
Tel.: +995 32 2-98-45-27
E-mail: rcchd@icomos.org.ge
© 2012 - Eastern Partnership Culture Programme