Regional Co-operation for Cultural Heritage Development
რეგიონალური თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისათვის
Տարածաշրջանային համագործակցություն հանուն մշակութային ժառանգության զարգացման
Національна політика щодо культурної спадщини
Mədəni irsin inkişaf Etdimilməsi üçün regional əməkdaşlıq
Рэгіянальнае супрацоўніцтва ў мэтах развіцця культурнай спадчыны
 
2015-04-25
პედაგოგების დამხმარე სახელმძღვანელოს - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ისტორიული ქალაქების დაცვა - შესავალი კურსი საბაზო და საშუალო კლასის მოსწავლეთათვის პრეზენტაცია ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალში
ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალში, 25 აპრილს ჩატარდა პედაგოგების დამხმარე სახელმძღვანელოს - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ისტორიული ქალაქების დაცვა - შესავალი კურსი საბაზო და საშუალო კლასის მოსწავლეთათვის პრეზენტაცია რეგიონის პედაგოგებისთვის. ღია გაკვეთილი ჩაატარა საქართველოს ისტორიის მასწავლებელთა ასოციაციის წარმომადგენელმა, გორის საშუალო სკოლის პედაგოგმა, ლელა კაკაშვილმა.
2014-12-21
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პოლიტიკა. ამონარიდი. პროექტი, რეგიონული თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისათვის, 2014 წელი. ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამა.
2014-11-27
პროექტის „რეგიონული თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისათვის“ შედეგების პრეზენტაცია და პროექტის ოფციალური დახურვის ღონისძიება.
2014 წლის 28 ნოემბერს სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში გაიმართება ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტის, „რეგიონული თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისათვის“ (2012-2014) შედეგების პრეზენტაცია და პროექტის ოფციალური დახურვის ღონისძიება. ღონისძიება გაიმართება 17.00 საათზე. შეხვედრაზე, გარდა პროექტის შედეგების შემაჯამებელი ანგარიშისა, გაიმართება პროექტის ფარგლებში შემუშავებული და გამოცემული დოკუმენტის - „საქართველოს მემკვიდრეობის ეროვნული პოლიტიკა“ პრეზენტაცია.
2014-10-25
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის წარდგენა ევროპის სახლში. 27 ოქტომბერი, 17:00 საათი
შეხვედრის მიზანია, მემკვიდრეობის პოლიტიკის დოკუმენტის ძირითადი მიმართულებების გაცნობა არასამთავრობო სექტორის, პროფესიული და ფართო საზოგადოებისთვის. შეხვედრაზე ვიწვევთ ყველა დაინტერესებულ პირს.
2014-10-22
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის წარდგენა საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში. 23 ოქტომბერი, 17:00 საათი
2014-10-22
22 .10.2014 გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის წარდგენა და განხილვა. ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „რეგიონული თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისათვის" ფარგლებში ICOMOS საქართველო აწყობს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის წარდგენასა და განხილვას. შეხვედრაზე ვიწვევთ ყველა დაინტერესებულ პირს.
2014-10-02
ბათუმი, 02.10.2014 მემკვიდრეობის პოლიტის სამუშაო ვერსიის განხილვები დაიწყო
2014 წლის 2 ოქტომბერს, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა მემკვიდრეობის ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის პირველი განხილვა. დოკუმენტი დამუშავდა ICOMOS საქართველოს მიერ, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „რეგიონული თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისათვის“ ფარგლებში. შეხვედრას ესწრებოდნენ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ბატონი გიორგი თავამაიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლუკის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები, რეგიონის ოფიციალური სტრუქტურებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, და მემკვიდრეობის დარგის სპეციალისტები. შეხვედრაზე განიხილეს და დისკუსია შედგა მემკვიდრეობის პოლიტიკის დოკუმენტის ძირითად მიმართულებების გარშემო.
2014-09-26
ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი 02 .10.2014. 16:00 საათზე.
ICOMOS საქართველო აწყობს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის პირველ წარდგენასა და განხილვას. ღონისძიება გაიმართება ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში, 2 ოქტომბერს, 16:00 საათზე. შეხვედრის მიზანია მემკვიდრეობის პოლიტიკის დოკუმენტის ძირითადი მიმართულებების გაცნობა რეგიონის პროფესიონალთა, სამთავრობო სტრუქტურებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის. შეხვედრაზე ვიწვევთ ყველა დაინტერესებულ პირს.
2014-07-17
14–15 ივლისს თბილისში პროექტის - რეგიონალური თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისათვის -ჩატარდა მეათე საერთაშორისო უორქშოფი თემაზე: „მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციის ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობა და დამატებითი ღირებულებანი“.
2014-06-27
წიგნის პრეზენტაცია ''კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ისტორიული ქალაქების დაცვა - შესავალი კურსი საბაზო და საშუალო კლასის მოსწავლეთათვის'' მასწავლებლების დამხმარე სახემძღვანელო
ICOMOS საქართველოს მიერ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამით დაფინანსებული პროექტის „რეგიონული თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისათვის“ ფარგლებში მომზადებული პედაგოგების დამხმარე სახელმძღვანელოს -„კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ისტორიული ქალაქების დაცვა - შესავალი კურსი საბაზო და საშუალო კლასის მოსწავლეთათვის“ პრეზენტაცია.
2014-05-02
CENN-ი და ICOMOS საქართველო განცხადებას ავრცელებენ
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/280052-cenn-i-da-icomos-saqarthvelo-ganckhadebas-avrceleben.html?ar=A
2014-04-22
ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობათა საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნული კავშირის (ICOMOS საქართველო) განცხადება საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის დარგში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ
ICOMOS საქართველო მიმართავს საქართველოს საზოგადოებას, საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო ორგანიზაციებს - ყურადღება მიაპყროს და რეაგირება მოახდინოს ბოლო დროს კულტურის სფეროში განვითარებულ მოვლენებზე ქვეყანაში.
2014-03-21
პედაგოგების სახელმძღვანელოს
2014-03-04
პედაგოგთა სახელმძღვანელოს -„კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ისტორიული ქალაქების დაცვა“, წარდგენა, 04.03.14
იუნესკოსა და იკრომის მიერ შემუშავებული პედაგოგების სახელმძღვანელოს „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ისტორიული ქალაქების დაცვა“ - შესავალი კურსი უფროსკლასელებისათვის - გადმოქართულებული ვერსიის წარდგენა და საჯარო განხილვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განათლების სფეროს წარმომადგენლებისა და დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობით.
2013-12-16
ICOMOS საქართველოს კომენტარები საქართველოს კანონში “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით
12.12.2013 ICOMOS საქართველომ მიაწოდა საქართველოს პარლამენტს კომენტარები საქართველოს კანონში "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" დაგეგმილი ცვლილებათა შესახებ და სთხოვა წერილში ამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით მხარი არ დაუჭიროს ინიცირებულ ცვლილებებს.
2013-11-21
ICOMOS საქართველომ განცხადება გააკეთა კულტურული მემკვიდრეობის კანონში შემავალ ცვლილებებზე
2013-10-24
აქციების გზამკვლევი - როგორ ვაწარმოოთ ეფექტური კამპანიები ისტორიული შენობების დასაცავად. 15-16 ოქტომბერი, 2013
15-16 ოქტომბერს პროექტის „რეგიონული თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისათვის“ ფარგლებში ჩატარდა ვორკშოპი, „აქციების გზამკვლევი - როგორ ვაწარმოოთ ეფექტური კამპანიები ისტორიული შენობების დასაცავად“ , რომლის მიზანი იყო მონაწილეებს დაეხმარებოდა ეფექტურად დაიცვან ისტორიული შენობები ნგრევისაგან და საჭიროებისამებრ მოუძებნონ მათ ახალი ფუნქცია.
2013-10-01
სემინარები კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლების მნიშვნელობისა და მათი დაცვის შესახებ ისტორიული მცხეთის მკვიდრი მოსახლეობისათვის.30.09.2013 – 04.10.2013
2013 წლის 30 ოქტომბერს, მცხეთაში დაიწყო სემინარები კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლების მნიშვნელობისა და მათი დაცვის შესახებ ისტორიული მცხეთის მკვიდრი მოსახლეობისათვის, რომლის მიზანია ხელიშეუწყოს მკვიდრი მოსახლეობის ჩართულობას მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობის მართვაში.
2013-09-13
მრგვალი მაგიდა „კულტურული მემკვიდრეობა და განვითარება“
პროექტის "რეგიონული თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისათვის" მე-4 აქტივობის ფარგლებში ICOMOS საქართველო აწყობს შეხვედრას ძეგლთა დაცვის პროფესიონალთა, დაინტერესებულ საზოგადოებასა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს შორის. შეხვედრაზე განხილული იქნება საზოგადოების სოციალური და ეკონომიკური განვითარების საქმეში კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციის მნიშვნელობის როლი. აქტუალური და პრობლემატური საკითხები.
2013-09-09
მე-6 საერთაშორისო სამუშაო შეხვედრა „განვითარება მემკვიდრების რეაბილიტაციის გზით“
5-6 სექტემბერს თბილისში ევროკავშირის კულტურული პროგრამის ეგიდით პროექტის „რეგიონული თანამშრომლობაკულტურული მემკვიდრეობის განვითარებისათვის“, ფარგლებში გაიმართა მე-6 საერთაშორისო სამუშაო შეხვედრა „განვითარება მემკვიდრების რეაბილიტაციის გზით“, შეხვედრის მონაწილეებმა, აზერბაიჯანიდან სასომხეთიდან,საქართველოდან და უკრაინიდან წარმოადგინეს საკუთარი ქვეყნების მაგალითები და გააზიარეს გამოცდილება.
1 2 3
RCCHD Project:
Office 16b, Betlemi ascent, 0105 Tbilisi, Georgia
Tel.: +995 32 2-98-45-27
E-mail: rcchd@icomos.org.ge
© 2012 - Eastern Partnership Culture Programme