ბათუმი, 02.10.2014 მემკვიდრეობის პოლიტის სამუშაო ვერსიის განხილვები დაიწყო
2014 წლის 2 ოქტომბერს, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა მემკვიდრეობის ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის პირველი განხილვა. დოკუმენტი დამუშავდა ICOMOS საქართველოს მიერ, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „რეგიონული თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისათვის“ ფარგლებში. შეხვედრას ესწრებოდნენ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ბატონი გიორგი თავამაიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლუკის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები, რეგიონის ოფიციალური სტრუქტურებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, და მემკვიდრეობის დარგის სპეციალისტები. შეხვედრაზე განიხილეს და დისკუსია შედგა მემკვიდრეობის პოლიტიკის დოკუმენტის ძირითად მიმართულებების გარშემო. |
The project is funded by the
European Union EU is not responsible for the content of this website | |||||||||||
| ||||||||||||
|