პროფესიული კავშირების შექმნა და თანამშრომლობა რეგიონული ინტეგრაციის პროცესის მხარდასაჭერად
პროექტის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა რეგიონალური თანამშრომლობის განვითარება და გამოცდილების გაზიარება პროფესიული ქსელის შექმნის მეშვეობით. ამ მიზნით დაფუძნდა ინტერნეტ-ჟურნალი - კულტურული მემკვიდრეობის დაცვა. რეგიონალური თანამშრომლობის ქსელი, რომელიც გააერთიანებს კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მოღვაწე პროფესიონალებს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ყველა ქვეყნიდან: აზერბაიჯანიდან, ბელორუსიდან, მოლდოვიდან, საქათველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან. ინტერნეტ-ჟურნალის მიზანია, რეგიონალური ინტეგრაციისა და საერთაშორისო კონტაქტების განვითარების კონტექსტში, რეგიონალური თანამშრომლობის ხელშეწყობა, რეგიონალური კავშირებისა და კულტურული დიალოგის განმტკიცება და, ინფორმაციის გავრცელების გზით, გამოცდილებისა და ცოდნის ურთიერთგაზიარება. ჩაფიქრებულია, შეიქმნას ინფორმაციის გაზიარების სივრცე კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის მთელს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, რათა ფართო რეგიონალურ კონტექსტში ხელი შეეწყოს მემკვიდრეობის დაცვის მდგომარეობის გააზრებას, საერთო პრობლემებისა და გამოწვევების ანალიზს და მათი გადაწყვეტის გზების ძიებას. მომზადდება ინტერნეტ-ჟურნალის 2 გამოშვება წელიწადში, სადაც დაიბეჭდება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ყველა ქვეყნიდან მოწოდებული სტატიები. ინფორმაციის მაქსიმულური გავრცელების უზრუნველსაყოფად, ჟურნალი მრავალ-ენოვანი იქნება - სტატიები გამოქვეყნდება ინგლისურ და ავტორთა მშობლიურ ენებზე. ინტერნეტ-ჟურნალი გავრცელდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და უფრო ფართო, საერთაშორისო პროფესიულ საზოგადოებაში. |
The project is funded by the
European Union EU is not responsible for the content of this website | |||||||||||
| ||||||||||||
|