22 .10.2014 გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის წარდგენა და განხილვა. ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „რეგიონული თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისათვის" ფარგლებში ICOMOS საქართველო აწყობს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის წარდგენასა და განხილვას. წარდგენა გაიმართება 13.00 სთ-ზე. შეხვედრის მიზანია, მემკვიდრეობის პოლიტიკის დოკუმენტის ძირითადი მიმართულებების გაცნობა ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებისათვის.
შეხვედრაზე ვიწვევთ ყველა დაინტერესებულ პირს. |
The project is funded by the
European Union EU is not responsible for the content of this website | |||||||||||
| ||||||||||||
|