Regional Co-operation for Cultural Heritage Development
რეგიონალური თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისათვის
Տարածաշրջանային համագործակցություն հանուն մշակութային ժառանգության զարգացման
Національна політика щодо культурної спадщини
Mədəni irsin inkişaf Etdimilməsi üçün regional əməkdaşlıq
Рэгіянальнае супрацоўніцтва ў мэтах развіцця культурнай спадчыны
 

აღმოსავლეთპარტნიორობის რეგიონიდან მემკვიდრეობის სფეროს ინტერესთა ჯგუფების უნარ-ჩვევების განვითარება

 

რეგიონული და ევროპელი ექსპერტების მიერ შემუშავდება პროგრამები კონკრეტულ თემებზე. თბილისში ჩატარდება თემატური ვორკშოპების სერია ინტერესთა ჯგუფებისათვის აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, უკრაინიდან და საქართველოდან. ამ აქტივობების შედეგად დაგროვდება ადექვატური ცოდნა და გამოცდილება იმისათვის, რომ ჩამოყალიბდეს რეგიონული მასშტაბის კულტურული მემკვიდრეობის განვითარების კვალიფიციური ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობს პროფესიული გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე.  ჩამოყალიბდება კულტურული მემკვიდრეობის განვითარების რეგიონული ცენტრი.


სემინარები

მე -5 საერთაშორისო სემინარი - პროექტის მართვა-დარგთაშორისი თანამშრომლობა


დღე I

აიაკო ამურა - NAYA Co,- პროექტის კოორდინატორი,არქიტექტორი

წარმოდგენილი პრეზენტაცია შეეხებოდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარესტავრაციო პროექტების  მართვის სფეროში მის სამუშაო გამოცდილებას და  მუშაობის სპეციფიკას.

ამურამ დაწვრილებით განმარტა ის მოვალეობები, რომლის შესრულებაც უწევს მას, როგორც პროექტის ხელმძღვანელს: გუნდის წევრების მობილიზაცია,   დაინტერესებული მხარეების კოორდინაცია,  პროექტის ხარჯები,  სამუშაოთა გეგმა -  გრაფიკის შედგენა და დაგეგვმა. ამასთან ისაუბრა  იმ საჭიროებებზე, რომელსაც მოითხოვს ტრადიციული იაპონური არქიტექტურის სარესტავრაციო პროექტები, როგორიცაა ტრადიციული მეთოდებით მომუშავე ოსტატების მოძიება. განიხილა სამუშაო პროცესში წარმოქმნილი პრობლემები და მათი გადაჭრის შესაძლო მეთოდები.


ირაკლი კევლიშვილი - საქართველოს ეროვნული მუზეუმი, არქიტექტორთა ჯგუფის წევრი.

ისაუბრა მის გამოცდილებაზე და ხაზი გაუსვა საქართველოში დარგთაშორისი თანამშროლობის სფეროში არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებს.

მარიეტა გასპარიანი - ერევნის არქიტექტურის და მშენებლობის სახელმწიფო უნივერსიტეტი

პრეზენტაცია ეხებოდა ერევნის  ურბანული რეკონსტრუქციის პროცესში ხშირად შეწირულ მე 19-20 საუკუნის არქიტექტურას და ახალ მშენებლობებს.

ელენა ოლეინიკ - „არქიტექტურა და პრესტიჟი“ პროექტის რეგიონალური კოორდინატორი, დირექტორი

მომხსენებელმა განიხილა უკრაინის უძველესი ქალაქის  ლუცკის რევიტალიზაციას მაგალითი.

ჰუსეინ გარაევ -კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, მონიტორინგის და კვლევის ცენტრი.

მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ლანჩაფტის და ბაღის არქიტექტურაზე  ახალი მშენებლობების კონტექსტში. ხაზი გაუსვა ბუნების როლს არქიტექტურასა და საცხოვრებელი გარემოს ყველა ასპექტში.

ოლგა ბაგამოლეც - ისტორიულ კულტურული კომპლექსი “Radomysl   Castle”, მფლობელი.

ისტორიულ-კულტურული კომპლექსის “Radomysl   Castle”, რეკონსტრუქციის ისტორია, რეკონსტრუქციის მიზანი იყო შენობის ადაპტაცია, როგორც კულტურული ცენტრი და მუზეუმი  უკრაინული საოჯახო ხატების უნიკალური კოლექცით.

ევა სარქისიან - ReArk არქიტექტურული გარემოს კვლევის ცენტრი, თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი

გარნის ხიდის რესტავრაცია:

პრეზენტაცია გარნის ხიდის არასწორი რესტავრაციისა რის შედეგადაც ძეგლმა დაკარგა ავთენტურობა. მომხსენებელი შეეცადა შეესწავლა და ლოგიკურად ამოეხსნა ამგვარი გადაწყვეტილების მიღების  მიზეზები.

 

დღე II

 

სემინარის პირველი სამუშაო დღის შედეგების შეჯამება - აიაკო ამურა

ქეთევან ქორქია - შპს „ქართუ მენეჯმენტი“ პროექტის კოორდინატორი

ქორქოამ ისაუბრა „ქართუ“ ფონდი მიერ დაფინანსებულ  სარესტავრაციო პროექტებზე, რომელთა შორის არის საზოგადოებრივი შენობები, ისტორიული ძეგლები და ახალი მშენებლობები. მან დაწვრილებით განმარტა სამუშაო პროცესი და სარესტავრაციო ობიექტების შერჩევის მეთოდები.

 აიაკო ამურა - შესყიდვების პროცესი და ანტისეისმური პრევენცია.

მომხსენებელმა ისაუბრა შესყიდვების ეტაპებზე და ხაზი გაუსვა ამ პროცესში პროექტის მენეჯერის როლს. ამასთან იაპონიის მაგალითზე  წარმოადგინა  ანტისეისმური კვლევები.

 

დასკვნები:

სემინარის მონაწილეებმა შეაჯამეს განხილული საკითხები,

სამუშაო შეხვედრის შედეგები შეტანილი იქნება კულტურული მემკვიდრეობის პოლიტიკის სამუშაო ვერსიაში და წარედგინება მთავრობის წარმომადგენლებს.

რეზოლუციის ძირითადი საკითხები:

-          რეგიონებში მდგრადი მართველობითი სისტემის შექმნა

-          ახალგაზრდა არქიტექტორ-რესტავრატორთა უნარ ჩვევების ამაღლება

-          სარესტავრაციო პროექტების ზედამხედველობა არქიტექტურის რესტავრატორების მიერ

 

ოლივერ რაისნერი - ევროსაბჭოს წარმომადგენლობა  საქართველოში.

რაისნერმა სემინარის მონაწილეებს გადასცა სერთიფიკატები და გააკეთა დასკვნითი შენიშვნები.

ამასთან  მონაწილეებს გააცნო იდეა, რომელიც ჩამოყალიბდა სომხეთში აღმოსავლეთ ქვეყნების პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში, იდეა გულისხმობს პლათფორმის შექმნას,  რომელიც ხელს შეუწყობს   გამოცდილების გაცვლას და ახალი კონტაქტების დამყარებას.  

RCCHD Project:
Office 16b, Betlemi ascent, 0105 Tbilisi, Georgia
Tel.: +995 32 2-98-45-27
E-mail: rcchd@icomos.org.ge
© 2012 - Eastern Partnership Culture Programme