საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის წარდგენა ევროპის სახლში. 27 ოქტომბერი, 17:00 საათი
ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „რეგიონული თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისათვის" ფარგლებში ICOMOS საქართველო აწყობს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის წარდგენასა და განხილვას. წარდგენა გაიმართება 17.00 სთ-ზე. თბილისი, შალვა დადიანის №2 შეხვედრის მიზანია, მემკვიდრეობის პოლიტიკის დოკუმენტის ძირითადი მიმართულებების გაცნობა არასამათავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, პროფესიულ და კულტურული მემკვიდრეობის სფეროთი დაინტერესებულ საზოგადოებასთან. |
The project is funded by the
European Union EU is not responsible for the content of this website | |||||||||||
| ||||||||||||
|