2013 წლის 7-8 ივნისს თბილისში იკომოს საქართველოს ბეთლემის ოფისში პროექტის "რეგიონალური თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისათვის" გაიმართა პარტნიორების შეხვედრა.
შეხვედრას ესწრებოდნენ:
იკომოს სასომხეთი - ანა ავეტისიანი პროექტის ფინანსური მენეჯერი, ჰასმიკ აზიზიანი გენერალური მდივანი, პროექტის ადგილობრივი კოორდინატორი,
უკრაინა - ოლენა ოლეინუკ პროექტის ადგილობრივი კოორდინატორი, კომპანია „არქიტექტურა და პრესტიჟი“.
საქართველო - ნატო ცინცაბაძე იკომოს საქართველოს გენერალური მდივანი, პროექტის კოორდინატორი,
ლია ბოკუჩავა იკომოს საქართველოს დირექტორი,
მერაბ ბოჭოიძე პროექტის კონსულტანტი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი.
შეხვედრაზე შეფასდა პროექტის მიმდინარეობა და განხილულ იქნა სამომავლო გეგმები.